დაიხმარეთ Snowflake, რომ თავი დააღწიოთ ცენზურას იქ, სადაც იზღუდება Tor.
Snowflake ჩაშენებულად მოჰყვება Tor-ით მომუშავე ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Tor-ბრაუზერი, Orbot და Ricochet-Refresh. თუ რომელიმე ამათგანი ვერ უკავშირდება Tor-ქსელს, შეგიძლიათ დაიხმაროთ Snowflake და შეზღუდვებისგან დაიხსნათ Tor.
იხილეთ ᲮᲓᲙ
Snowflake საშუალებას გაძლევთ, მიუერთდეთ Tor-ქსელს იქიდანაც კი, სადაც Tor შეზღუდულია და ეს ხერხდება თქვენი კავშირების გატარებით შუამავალი მოხალისეების მიერ შეზღუდვების არმქონე ქვეყნებიდან.
ისევე როგორც VPN, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ინტერნეტშეზღუდვების არიდებაში, Snowflake ნიღბავს თქვენს მოქმედებებს ინტერნეტში, თითქოს ხმოვანი ან ვიდეოზარი გქონდეთ გაშვებული, რომ ნაკლებ მიიპყროთ შეზღუდვის მსურველთა ყურადღება.
Snowflake იყენებს ტექნოლოგიას, სახელწოდებით WebRTC, რომლითაც ჩვეულებრივ აღჭურვილია ხოლმე ვიდეოთათბირების მოსაწყობი პროგრამები. ამის საშუალებითაა შესაძლებელი Tor-ით სარგებლობა შეინიღბოს შემზღუდველებისგან, თითქოს მხოლოდ ხმოვანი ან ვიდეოზარი გაქვთ გაშვებული.
Snowflake შედარებით ახალი ხერხია შეზღუდვის ასარიდებლად, განეკუთვნება რა მისაერთებელი გადამყვანების ჯგუფს, რომელიც მუდამ იხვეწება. მისაერთებელი გადამყვანები ნიღბავს Tor-ხიდების მიმოცვლილ მონაცემებს ჩვეულებრივ კავშირებთან მიმსგავსებით, ნაცვლად Tor-კავშირისა, ანუ ამატებს დაფარვის დამატებით შრეს.
ამგვარი შენიღბვა განკუთვნილია შემზღუდველების „შესაცდენად“, თითქოს ინტერნეტით გაშვებულია ჩვეულებრივი ვიდეოზარი (Snowflake) ან დაკავშირებულია Microsoft (meek-azure), ანდაც რიგითი სახის HTTPS-არხი (WebTunnel). ამგვარი საშუალებების შეზღუდვა კი ნაკლებ მიზანშეწონილი ხდება შემზღუდველებისთვის, ვინაიდან მოუწევთ ინტერნეტწვდომის გაცილებით მეტად აკრძალვა, ვიდრე თავდაპირველი მიზნისთვის იყო საჭირო.
გსურთ, ვრცლად იხილოთ მისი არქიტექტურის შესახებ? გადახედეთ ამ ტექნიკურ მიმოხილვას (ინგლისურად). თუ სურვილი გაქვთ, გამოიყენოთ Snowflake თქვენს პროგრამაში ჩასაშენებლად, შეეხმიანეთ ჩვენს შეზღუდვების არიდების გუნდს.
არა. თუ გსურთ შეზღუდვების არიდება, უნდა გადმოწეროთ Tor-ით მომუშავე პროგრამა, როგორიცაა Tor-ბრაუზერი ან Orbot, და აირციეთ Snowflake პროგრამების პარამეტრებიდან.
Tor-ით მომუშავე პროგრამებში როცა ჩაირთვება Snowflake, თქვენი კავშირი გადამისამართდება რომელიმე მოხალისის ქსელით.
ბრაუზერის დამატება, მეორე მხრივ, განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სხვების დახმარება შეზღუდვების არიდებაში.